3. მე-3 ჯგუფის ელემენეტები

3.1. f-ელემენტები - ლანთანოიდები და აქტინოიდები

1. დაახასიათეთ ლანთანოიდების ელექტრონული კონფიგურაცია? რატომ არის მათი 4f-მდგომარეობა ენერგეტიკულად ბევრად უფრო მომგებიანი?

2. რატომ არის დამახასიათებელი აქტინოიდებისათვის ნაერთებში ჟანგვის რიცხვის უფრო დიდი მრავალფეროვნება ლანთანოიდებთან შედარებით?

3. როგორია ლანთანოიდებისა და აქტინოიდების მდებარეობა მეტალთა ელექტროქიმიური ძაბვის მწკრივში?

4. წარმოების რომელ სფეროში გამოიყენება, ძირითადად, ლათანოიდები და აქტინოიდები?

5. რომელი აქტინოიდებია გავრცელებული ბუნებაში?

6. რომელი ელექტრონები განსაზღვრავს, ძირითადად, ლანთანოიდების ქიმიურ თვისებებს?

7. როგორ ახსნით “ლანთანოიდურ კუმშვას” და მის გავლენას Ce→Lu მიმართულებით მათი თვისებების ცვლილების ხასიათზე?

8. რა გამოყენება აქვს ლანთანისა და ნეოდიუმის ოქსიდებს? რას ამზადებენ ნეოდიუმის შემცველი მინისაგან?

9. რაში გამოიყენება ლანთანოიდების ოქსიდები?

10. დაამატეთ გამოტოვებული რეაგენტები შემდეგ რეაქციების განტოლებებში: 
UH3 + ...→ UO2
UH3 + ... → UCl4
UH3 +... → UCl3

11. როგორ იცვლება ფუძის ძალა, თერმული მდგრადობა და წყალში ხსნადობა რიგში Ce(OH)3 - Lu(OH)3?

12. როგორ აიხსნება ლანთანოიდების უნარი, წარმოქმნან კომპლექსები 9 და უფრო დიდი კოორდინაციული რიცხვით?

13. რომელი იზოტოპებისაგან შედგება, ძირითადად, ბუნებრივი თორიუმი? როგორ და რომელ იზოტოპად გარდაიქმნება თორიუმის იზოტოპი 232Th? რა გამოყენება აქვს ამ იზოტოპს?

14. ურანი რადიოაქტიური ელემენტია, მაგრამ ბუნებაში საკმაოდ არის გავრცელებული. ახსენით, რა განაპირობებს ბუნებაში მისი ნაერთების შენარჩუნების შესაძლებლობას?

15. რომელია ურანისათვის დამახასიათებელი ჟანგვითი რიცხვი? ასეთი ჟანგვითი რიცხვის მქონე რომელ ნაერთებს იცნობთ? დაწერეთ ქიმიური ფორმულები.

16. რა გამოყენება აქვს 238U-ის ბირთვული გარდაქმნის რეაქციას? დაწერეთ შესაბამისი სქემა.

17. რაზეა დაფუძნებული ატომური ბომბის მოქმედების პრინციპი?

18. აქტინოიდებიდან რომელი ელემენტები გვხვდება ბუნებაში? რას წარმოადგენს მინერალი “მონაციტი”?

19. რა გამოყენება აქვს Na2U2O7-ს (ნატრიუმის ურანატი) და Na2UO4-ს (ნატრიუმის დიურანატი)?

20. რა მეთოდები გამოიყენება მთის ქანების (მინერალების) ასაკის დასადგენად?

 

s